უკრაინა: რუსებს ავდიივკასთან დღეში 400-მდე დაღუპული და დაჭრილი ჰყავთ
რუსების მიერ ავდიივკას ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე არ არსებობს, ამ ტერიტორიაზე რუსებს ყოველდღიურად 300-400 მოკლული და დაჭრილი ჰყავთ.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრიის მიმართულების პრეს-ცენტრის სპიკერმა ალექსანდრ შტუპუნმა განაცხადა.
"ახლა ჩვენ სტაბილურად ვიცავთ თავს. ყოველთვის არის ალყაში მოქცევის და გარღვევის საფრთხე. მაგრამ ჩვენ ვაგროვებთ რეზერვებს, ფორმაციებს ვცვლით, მტერს ზარალს ვაყენებთ. ის ყოველდღიურად კარგავს 300-400 კაცს დაღუპულებისა და დაჭრილების სახით და ბევრ სამხედრო ტექნიკას. ამიტომ, ახლა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ალყის რაიმე რეალურ საფრთხეზე." - თქვა მან.
ამავდროულად, შტუპუნმა აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს რეგიონის რობოტინოს რაიონში ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დამპყრობლების ორი დიდი ჯგუფი დაატყვევეს.
"ისინი ჩაბარდნენ არა მხოლოდ სიხარულით, არამედ პრაქტიკულად უბრძოლველად. ჩვენმა ორმა სამხედრომ შეიპყრო დამპყრობლების გაცილებით დიდი ჯგუფი. ამ მიმართულებით მორალი ზოგადად დარღვეულია და ისინი მზად არიან ჩაბარდნენ დიდი ბრძოლის გარეშე. ერთი ჯგუფი უბრალოდ გამოვიდა და ჩაბარდა: რამდენიმე აფეთქება გაისმა ჰაერში და ჩაბარდნენ." - თქვა მომხსენებელმა.