უკრაინა: რუსების შეტევა 5 დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 17 სექტემბერს რუსი ოკუპანტების არაერთი თავდასხმა მოიგერია დონეცკის რეგიონში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 17 სექტემბერს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს შეჯამებაში განაცხადა.

"დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ბახმუტის, ზაიცევოს, პერვომაისკოეს, ნიკოლაევკა ვტორაიასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებების რაიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, უკრაინულმა ავიაციამ დაბომბა ოკუპანტების საბრძოლო მასალების 10 საცავი და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილი, ასევე საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამი პოზიცია.

"მიმდინარეობს მტრის დანაკარგების დაზუსტება. გარდა ამისა, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაბომბა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტები და საბრძოლო მასალის საწყობები", - შეაჯამა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

მსგავსი სიახლეები