უკრაინა: რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოვიგერიეთ

რუსეთის საოკუპაციო ჯარები წარუმატებლად უტევდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს სამი მიმართულებით, ხოლო ერთი მიმართულებით მტერი ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ წარუმატებლად.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 31 აგვისტოს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს შეჯამებაში განაცხადა.

მტერმა ტანკებით, ქვემეხებით და სარაკეტო არტილერიით ესროლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ხარკოვის რიგი დასახლებების რაიონებში.

"რუსები უპილოტო საფრენი აპარატებით მაღალ ინტენსივობით ზვერავენ უკრაინულ პოზიციებს. მტერი წარუმატბლად გვიტევდა პრუდიანკას მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

სლავიანსკის მიმართულებით, დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს დოლინის, ბოგოროდიჩნის, დიბროვნოეს რაიონებში, განახორციელეს საჰაერო დარტყმა ვერნოპოლის მახლობლად.

"კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ქვემეხებით და სარაკეტო არტილერიით დაბომბა ვესელოე, ბოგოროდიჩნი, ზაკოტნი, გრიგორიევკა და სპორნოვო. მან საჰაერო დარტყმები განახორციელა სპორნოვოსა და ივანო-დარიევკას დასახლებებზე", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

ოკუპანტებმა ბახმუტის მიმართულებით სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ცეცხლი გაუხსნეს.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის შეტევის მცდელობები ვესელაია დოლინას, ბახმუტის, ზაიცევოს, მეიორსკისა და კოდემას მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ავდეევკას მიმართულებით რუსეთის ჯარებმა ტანკებით, ქვემეხებით და სარაკეტო არტილერიით დაბომბეს ავდეევკა, ოპიტნი, უმანსკი, პერვომაისკი და სტარომიხაილოვკა.

უკრაინელ სამხედროებს ოკუპანტებმა ნოვოპავლოვსკის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს.

"მტერი ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას პობედას რაიონში, მაგრამ უშედეგოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებმა ავიაციით დაბომბეს ჩერვონოიე, დოროჟნიანკა და ნოვოსელკა.

მსგავსი სიახლეები