უკრაინა: რუსებს ხელი შევუშალეთ ხერსონში პონტონური გადასასვლელის აშენებაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელი შეუშალა რუს სამხედროებს ახალი პონტონური გადასასვლელის აშენებაში დარიევკას (ხერსონის ოლქი) მახლობლად და ასევე დაბომბა კახოვკას ხიდი. ამის შესახებ 1 სექტემბერს ფეისბუქზე ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" აცხადებს.

"დარიევკას მიდამოში ახალი პონტონური გადასასვლელის აშენების მცდელობა ჩვენმა ცეცხლმა ჩაშალა. კახოვკას ხიდზე დაბომბვამ რამდენიმე დამატებითი ხვრელი დატოვა, რომელზეც რუსები ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამოსწორებას ცდილობნდნენ", - ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გუშინდელი ღამის განმავლობაში ბაშტანსკის რაიონში გაანადგურეს 33 ოკუპანტი, ოთხი ტანკი T-72, სამი ჰაუბიცა Msta-B, ოთხი ჯავშანმანქანა და საბრძოლო მასალის საცავი.

მსგავსი სიახლეები