უკრაინა: რუსეთი ლუგანსკის დაჯგუფებას აძლიერებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ ლუგანსკში რუსული ჯარების შენაერთების რაოდენობა გაიზარდა.

"ლუგანსკის რეგიონში, კრასნოიესა და სემეიკინოში, მტერი პერსონალს ათავსებს მიტოვებულ სახლებში და იძულებით ასახლებს სამოქალაქო მოსახლეობას სხვა დასახლებებში", - ნათქვამია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს ოპერატიული მოხსენებაში.

უკრაინის სარდლობის ცნობით, მიმდინარე დღის განმავლობაში რუსებმა ორი სარაკეტო დარტყმა და 12 შეტევა განახორციელეს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქალაქ სვიატოგორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო ძალების და არტილერიის ნაწილებმა მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავი ააფეთქეს.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ცნობით, 17 ნოემბერს, ზაპოროჟიის რაიონის სოფელ მიხაილოვკაში დადასტურდა რუსული შენაერთის განადგურება. მტრის დანაკარგებმა მიხაილოვკაში 30-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილი და დაღუპული შეადგინა. კიდევ 60-მდე ჯარისკაცი რუსებმა ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონში დაკარგეს.

მსგავსი სიახლეები