უკრაინა: რუსეთმა დრონების გამოყენების ტაქტიკა შეცვალა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსები ახლა ირანულ Shahed-ის დრონებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების დასაფიქსირებლად და მათი საბრძოლო მასალის გამოსაფიტად იყენებენ.

"ადრე ისინი დრონებს უფრო მეტად რაკეტებთან ერთად იყენებდნენ. ახლა ისინი საჰაერო თავდაცვის გამოფიტვას და აღმოჩენას ცდილობენ. როცა ჩვენ Shahed-ებს ვებრძვით, რუსული სარადარო თვითმფრინავი A-50 აფრინდება, ის აფიქსირებს ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან რაკეტების გაშვების ადგილებს. ისინი ქმნიან ალგორითმს, საიდან ვისვრით, როგორ ვმოძრაობთ", - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა.

მისი თქმით, გუშინ ღამით რუსეთმა დრონები გაუშვა არა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან, როგორც ადრე, არამედ ბრიანსკის რეგიონიდან. გამოშვებული 14 დრონიდან 11 განადგურდა.

მსგავსი სიახლეები