უკრაინა: რუსი დამპყრობლები დმიტროვკადან გავაძევეთ
ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი დმიტროვკა დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 17 ივნისს ფეისბუქზე ავრცელებს.
"უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა აიძულეს მტერი დაეტოვებინა ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელი დმიტროვკა", - ნათქვამია ანგარიშში.
გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობს ხელი შეუშალოს უკრაინულ სამხედრო შენაერთებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრამდე და სლავიანსკის მიმართულებით მოქმედი რუსული ჯარების ზურგში წინსვლაში.
რუსეთის ჯარებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს "ქალაქ სლავიანსკის მიმართულებით შეტევის გაგრძელებაზე, ბრძოლა გრძელდება".
"კრასნოპოლიეს მახლობლად [დონეცკის ოლქი] მტერი ცდილობდა დაზვერვას, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, უკან დაიხია. რუსები არტილერიით სისტემატიურად ბომბავდნენ დიბროვნოეს, პაშკოვოს, ჰრუშევახას, კურულკას, ბოლშაიას და კამიშევახას დასახლებებს." - აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი.
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, 29 მაისის მდგომარეობით, დამპყრობლებმა დაიკავეს რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 31%.
რუსებმა ხარკოვის აღება სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს.