უკრაინა: რუსული ჯარი ორი მიმართულებით გვიტევს, სამი მიმართულებით თავს იცავს
რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ომში აგრძელებენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით. ეს ინფორმაცია 8 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე გაავრცელა.
"მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. 30 დასახლებული პუნქტი დაბომბეს ტანკებით, ნაღმტყორცნებით, ქვემეხებით და სარაკეტო არტილერიით. მტერმა დაბომბა ოპერატიულ-ტაქტიკური და არმიის ავიაციით კლიშჩიევკას, სევერნოიეს, კამენკას, პერვომაისკოეს და ნეველსკოეს დასახლებების რაიონები". - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, უკრაინული მხარე წერს, რომ ოკუპანტები აწარმოებენ თავდაცვით ოპერაციებს სამი მიმართულებით - კუპიანსკი, ნოვოპავლოვსკი და ხერსონი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით, რუსებმა დაბომბეს ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების ცხრა დასახლების რაიონები, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, არტილერიითა და ნაღმტყორცნებით დაბომბეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები უგლედართან, ნოვოსელკასთან და პრეჩისტოვკასთან. ხოლო ხერსონის მიმართულებით რუსულმა ჯარებმა ტანკებით და არტილერიით დაბომბეს 17 დასახლებული პუნქტის ტერიტორია.