უკრაინა: სკადოვსკთან დაბომბვის შედეგად 140 ოკუპანტი გავანადგურეთ

უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ერთ დღეში რუსების სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალის ორ საცავი და მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის სამი ადგილი დაბომბეს. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უკრაინულმა მახრემ განაცხადა, რომ 20 დეკემბერს თავდაცვის ძალებმა დაბომბეს მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილი ხერსონის ოლქის, სკადოვსკის რაიონში, დროებით ოკუპირებული მიკოლაივკას მიდამოში.

"შედეგად რუსული საოკუპაციო ძალების 140-მდე სამხედრო მოსამსახურე მოკვდა და განადგურდა "კამაზის" 8 სატვირთო მანქანა, რომელიც საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული", - ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები