უკრაინა: სოლედარისთვის ბრძოლები გრძელდება
13 იანვარს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.
გარდა ამისა, დამპყრობლებმა რვა საჰაერო დარტყმა განახორციელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე.
ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა 40-ზე მეტი თავდასხმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით განახორციელეს.
"არსებობს საშიშროება, რომ მტერმა განახორციელოს საჰაერო და სარაკეტო დარტყმები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე", - ნათქვამია ანგარიშში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსებმა დაბომბეს მთელი რიგი დასახლებების ტერიტორიები რვა მიმართულებით - სლობოჟანსკი, კუპიანსკი, ლიმანსკი, ბახმუცკი, ავდეევსკი, ნოვოპავლოვსკი, ზაპორიჟჟია და ხერსონი.
"ბრძოლა სოლედარისთვის [დონეცკის რეგიონი] გრძელდება", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.