უკრაინა: ვამაგრებთ იმ ადგილებს, სადაც რუსებს სევერსკი დონეცის გადალახვა შეუძლიათ
მდინარე სევერსკი დონეცი, რომელიც მიედინება აღმოსავლეთ უკრაინაში, სიცხის გამო ზოგ ადგილას დაპატარავდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა 13 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოტუზიანიკის თქმით, 12 ივნისს დამპყრობლებმა უკრაინის პოზიციებს დონეცკის ოლქის სოფლების სერებრიანკასა და მაიაკის მახლობლად ცეცხლი გაუხსნეს, რომლებიც მდინარე სევერსკი დონეცის ნაპირზე მდებარეობს.
ჟურნალისტებმა სამინისტროს სპიკერს ჰკითხეს, იკავებენ თუ არა უკრაინელი სამხედროები პოზიციებს მდინარის გასწვრივ, რადგან ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სევერსკის დონეცი "თხელ" ადგილებში გადალახონ.
"რა თქმა უნდა, ვიკავებთ. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ასეთი ამინდის გამო, რომელიც ახლაა: ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან მდინარე ცოტა დაპატარავდა და ნაკლები სიღრმეა. ჩვენი დანაყოფებიც, რომლებიც მას იცავენ, ამ მომენტს ითვალისწინებენ. სადაც შესაძლებელია მტერმა გარღვევა სცადოს, ჩვენ ძალებს ვაძლიერებთ", - უპასუხა მოტუზიანიკმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლია.
აღმოსავლეთ უკრაინაში წინსვლისას რუსეთის არმიამ არაერთხელ სცადა სევერსკი დონეცის გადაკვეთა. გადასასვლელზე ოპერაცია 11 მაისს ჩატარდა ლუგანსკის ოლქის კრემენნაიას რაიონის მახლობლად და რუსული არმიის დამარცხებით დასრულდა, განადგურდა 80 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები. პერსონალის დანაკარგმა დაახლოებით 485 ადამიანი მოკლული ან დაჭრილი შეადგინა, იტყობინება ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი.