უკრაინამ ამერიკისგან ჯაველინის 30 კომპლექსი და 180 რაკეტა მიიღო

 

ამერიკამ უკრაინას 30 ანტი-სატანკო კომპლექსი ჯაველინი და 180 რაკეტა გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა "Радіо Свобода-ს" ეთერში განაცხადა.

"გუშინ საღამოს მივიღეთ ჯაველინის 30 კომპლექსი და 180 რაკეტა. უახლოეს მომავალში შეიარაღების კიდევ ერთ პარტიას მივიღებთ. სარაკეტო კომპლექსი ფრონტისპირა მიმართულებაზე გაიგზავნება. 180 რაკეტა - ეს ნიშნავს მინიმუმ 160 რუსული ტანკის განადგურებას. ეს თითქმის სრული სატანკო დივიზიაა, ამიტომ ყველა, ვინც სამხედრო ძალით გვემუქრება, დაფიქრდეს რა მოხდება აქ შემოჭრის შემთხვევაში", - თქვა არესტოვიჩმა.

ჯაველინები და რაკეტები, რომლებიც უკრაინამ მიიღო, ამერიკის 60 მილიონიანი სამხედრო დახმარების ნაწილია.

პენტაგონის პრეს-სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, უკრაინას "ეს დახმარება შეუძლია გამოიყენოს მისი სურვილის მიხედვით, მაგრამ მხოლოდ თავდაცვის მიზნით."

2014 წლიდან 2020 წლის დეკემბრამდე ამერიკა უკრაინას 4.1 მილიარდი დოლარით დაეხმარა. 2022 წლის ამერიკის სამხედრო ბიუჯეტის მიხედვით, უკრაინა თავდაცვის სფეროში 300 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები