უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთაევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი, სხვა რუსი ოლიგარქები და მათი ოჯახის წევრები.
სანქცირებულ პირებს უკრაინაში სავაჭრო ოპერაციები შეეზღუდებათ, მათი აქტივები დაიბლოკება, დაუწესდებათ უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვა, ვეღარ შეძლებენ უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანას და ასე შემდეგ.