უკრაინამ და ბრიტანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულების საკითხზე. 

კონსულტაციების დაწყების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსი, ანდრეი ერმაკი იუწყება. 

"ამერიკელი კოლეგების შემდეგ, დავიწყეთ კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან დიდი ბრიტანეთიდან - ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩვენ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყანა, რომელიც 24 თებერვლიდან უკრაინის მხარდამხარ დგას",- განაცხადა ერმაკმა. 

კონტექსტი 

უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულებები უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი ინსტრუმენტი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებამდე. 

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინამ და დიდი შვიდეულის წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაციას ხელი ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე მოაწერეს. 

შეთანხმების ფარგლებში დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები იღებენ გრძელვადიან ვალდებულებას უკრაინის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის შესახებ. 

ერმაკის ცნობით, შეთანხმებას დიდი შვიდეულის გარდა დამატებით 13 სახელმწიფო შეურთდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომლები. 

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის მიზანია უსაფრთხოების გარანტიების პირველ ხელშეკრულებას ხელი წლის ბოლომდე მოეწეროს. 

უფრო მეტი უკრაინასა და დიდ შვიდეულს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები