უკრაინამ დნესტრისპირეთის ე.წ. "საგარეო საქმეთა მინისტრზე" ძებნა გამოაცხადა
უკრაინელმა სამართალდამცავებმა არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. "საგარეო საქმეთა მინისტრ" ვიტალი იგნატიევზე ძებნა გამოაცხადეს. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაში გამოჩნდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვინიცის ოლქის დეპარტამენტმა იგნატიევი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
"პირი, რომელიც წინასწარი გამოძიების ორგანოებს ემალება," - ნათქვამია საძიებო ბაზაში.
იგნატიევის მიმართ აღმკვეთის ღონისძიება არ შერჩეულა.
2024 წლის იანვარში უკრაინის უშიშროების სამსახურმა იგნატიევი საგამოძიებო განყოფილებაში ვინიცის რეგიონში დაიბარა, რათა მისთვის ბრალი წაეყენებინა.
ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის 1 ნაწილით (საჯარო მოწოდებები უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლის შესახებ) და მე-6 ნაწილი (კოლაბორაციონიზმი).
მოლდოვურმა გამოცემა NewsMaker-მა აღნიშნა, 2014 წელს დნესტრისპირეთის "მთავარმა დიპლომატმა" შვეიცარიულ Rundschau-ს განუცხადა, რომ ყირიმის ოკუპაციასთან ერთად "რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სახელმწიფოს მაღალი სტატუსი და ავტორიტეტი." ამავე დროს, მან არაერთხელ გამოთქვა დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ "ანექსიის" სურვილი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, იგნატიევმა თავი აარიდა ომზე საუბარს და არ დაგმო რუსეთის ქმედებები.