უკრაინამ ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა სცადა
რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში, ენგელს 2-ის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ღამით ორი დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით სარატოვის ოლქის თავზე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ დრონი ენგელსის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მისი თქმით, არავინ დაშავებულა.
Telegram-ის არხი Astra-ს ცნობით, ორი დრონი ჩამოაგდეს ენგელს 2-ის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე. შედეგები უცნობია.
რუსული სტრატეგიული ავიაცია ენგელსის აეროდრომზეა დისლოცირებული. ამ საჰაერო ბაზაზე თავდასხმა არაერთხელ განხორციელდა.