უკრაინამ გერმანულ კომპანიას 300 Vector-ის დრონი შეუკვეთა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გერმანული კომპანია Quantum-Systems GmbH-ს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 300 Vector-ის საშუალო დისტანციაზე მოქმედი სადაზვერვო დრონი შეუკვეთა.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 300 Vector-ის დრონი შეუკვეთა, 2023 წლის იანვარში 105 Vector-ის და 2022 წლის აგვისტოში 33 Vector შეძენის შემდეგ." - განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.

2022 წლის აგვისტოდან Vector-მა ურთულეს პირობებში უპრეცედენტო ეფექტურობა აჩვენა.

კერძოდ, ნათქვამია, რომ Vector ფართოდ გამოიყენება და ინტენსიურად იტესტება უკრაინის ბრძოლის ველზე, სადაც მან "დაამტკიცა თავისი ეფექტურობა სათვალთვალო და სადაზვერვო ოპერაციებში."

აღსანიშნავია, რომ Vector არის ძალიან მანევრირებადი და უსწრაფესად არის მზად გამოსაყენებლად. ის უზრუნველყოფს მტრის სამიზნეების უწყვეტ გამოვლენას ნებისმიერ ამინდში, მისი სიჩქარე 72 კმ/სთ-მდეა და უძლებს ხანგრძლივ ფრენას.

კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე შესაძლებლობების გამოყენებით, Vector საშუალებას აძლევს უკრაინულ ჯარებს სწრაფად შეაგროვონ კრიტიკული სადაზვერვო ინფორმაცია და მოიპოვონ სტრატეგიული უპირატესობა.

მსგავსი სიახლეები