უკრაინამ გუშინ ღამით 13 Shahed-ის დრონი გაანადგურა
ღამით, რუსების მიერ გაშვებული დრონების გამო უკრაინის რეგიონების დაახლოებით ნახევარში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.
"დრონები ჩრდილოეთის მიმართულებით გაუშვეს, ირანული წარმოების Shahed 136/131 კამიკაძე დრონები. მათ 15 უპილოტო საფრენი აპარატი გამოუშვეს, მათგან 13 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. შედეგი საკმაოდ კარგია", - განაცხადა იგნატმა.
მან აღნიშნა, რომ რუსები ჩრდილოეთიდან თავს დაესხნენ უკრაინის ცენტრალურ, აღმოსავლეთ რეგიონებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია იმ დასახლებების სია, სადაც დრონები ჩამოაგდეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ოთხი დრონის ჩამოგდების შესახებ.