უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1,34 მილიარდი დოლარი მიიღო
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში უკრაინამ დახმარების სახით 1.34 მილიარდი დოლარი მიიღო.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახმარება მოიცავს 1.086 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობით კრედიტს მსოფლიო ბანკისგან, რომელიც გაცემულია იაპონიის მთავრობის გარანტიით, „Advancing Needed Credit Enhancement for Ukraine (ADVANCE Ukraine) Trust Fund“-ის მეშვეობით, 190 მილიონი აშშ დოლარის გრანტს ნორვეგიისგან „Ukraine Relief, Recovery, Reconstruction, and Reform Trust Fund URTF-ის“ ფარგლებში, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტს შეერთებული შტატებისგან და 20 მილიონი აშშ დოლარს შვეიცარიის მთავრობისგან.
სამინისტრო აცხადებს, რომ ზეამოღნიშნული თანხები გამოყენებული იქნება არა უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ სოციალური ხარჯების დასაფარად, მათ შორის ხანდაზმულთა სოციალური შემწეობის, სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელთა ანაზღაურების და ა.შ. ნაწილობრივ კომპენსაციისთვის.
„საერთაშორისო ფინანსური დახმარება არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ომის დროს საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ პრიორიტეტული სოციალური ხარჯები დაფინანსება. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან იაპონიის, შეერთებული შტატების, ნორვეგიისა და შვეიცარიის მთავრობებმა არაერთხელ გამოავლინეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ჩვენ მადლიერი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში მზადყოფნას გამოთქვამენ თანამშრომლობასა და დახმარებაზე“, - სერგი მარჩენკო, უკრაინის ფინანსთა მინისტრი.