უკრაინამ ყირიმში რუსული ხომალდის, Циклон-ის დაზიანება დაადასტურა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სევასტოპოლში რუსული მცირე სარაკეტო ხომალდი Циклон დაბომბეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში, რომელიც 21 მაისს გამოქვეყნდა.
19 მაისს უკრაინელმა სამხედროებმა სევასტოპოლში რუსული ნაღმმტყორცნის Ковровец-ის განადგურების შესახებ გამოაცხადეს.
უკრაინულმა ტელეგრამის არხმა Крымский ветер-მა აღნიშნა, რომ ღამის დაბომბვისას ძლიერ დაზიანდა შენობა კურინოიის მახლობლად, სადაც, ფოტოების მიხედვით, დისლოცირებული იყო მცირე სარაკეტო ხომალდი Циклон, მეორე დღეს კი ხომალდი იქ აღარ იყო.
Telegram-ის არხი Astra წერს, რომ რუსულ გემებს სამი ATACMS-ის რაკეტა მოხვდა.
20 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ ორივე გემის სერიოზული დაზიანების ან ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია მოწმდება.
"საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ ყირიმში არც ერთი ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავი არ იყოს, თუ Циклон-ის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება." - თქვა მან.
Ковровец-ისა და Циклон-ის დაზიანების შესახებ ინფორმაციაზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.