უკრაინაში 3000 ამერიკელი მოხალისე გაემგზავრება
უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი 3000-ზე მეტმა ამერიკის მოქალაქემ გამოთქვა. ინფორმაციას The Military Times ვაშინგტონში უკრაინის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით 16 000-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო აპლიკაცია, რათა მოხალისეობრივად იბრძოლოს უკრაინაში.
"ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი თავისუფლების გარდა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ხუთშაბათს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ინსტრუქცია, როგორ უნდა შეავსოს მოხალისეობის მსურველმა აპლიკაცია, რათა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდეს.