უკრაინაში კორონავირუსით დღე-ღამეში 816 ადამიანი დაიღუპა

 

9 ნოემბერს უკრაინაში კორონავირუსის 23 283 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

23 283 ინფიცირების შემთხვევიდან 1539 ბავშვია და 529 სამედიცინო სფეროში დასაქმებული. ამავე პერიოდში 5696 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, 816 კი დაიღუპა. 

ერთი დღით ადრე უკრაინაში ინფიცირების 18 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 833 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 3 130 772 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა და 74 205 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 18.8% არის სრულად აცრილი.

 

 

მსგავსი სიახლეები