უკრაინაში ომისთვის რუსეთის 20 რეგიონში მოხალისეთა ბატალიონები შეიქმნა - Коммерсантъ

რუსეთის 20 რეგიონში უკრაინაში ინტერვენციაში მონაწილეობის მისაღებად უკვე 40-ზე მეტი მოხალისეთა დანაყოფი ჩამოყალიბდა. ამის შესახებ 8 აგვისტოს "Коммерсантъ" წერს.

ზოგიერთ რეგიონში ერთი ქვედანაყოფი იქმნება, ზოგიერთში - ორი ან სამი ან მეტი. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს არის მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო ბატალიონები, ან დამხმარე ნაწილები.

გამოცემის ცნობით, რეგიონებში ომში გასაგზავნი მოხალისეების დაკომპლექტება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს: ადგილობრივი ხელისუფლება და ვეტერანთა ორგანიზაციები მოხალისეთა რაზმებში გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს. სანაცვლოდ კი ნაღდ ანგარიშსწორებას და ყველა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფას ჰპირდებიან.

მოხალისეებს 130 ათასი რუბლიდან ($2.2 ათასი) 300 ათას რუბლამდე ($5 ათასი) ანაზღაურებას სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები