უკრაინაში რუსული დესანტის ელიტური პოლკის 55 მებრძოლი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის დესანტის ელიტური პოლკის 55 ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტური პროექტი Важные истории  წერს.

გამოცემის მიერ დამუშავებული მონაცემებით, სოციალურ ქსელებში ატვირთული სურათებით და პოსტებით დგინდება, რომ საუბარია 247-ე სადესანტო გვარდიის პოლკზე, რომელიც დისლოცირებული იყო სტავროპოლში. ამ პოლკის მებრძოლებთან ერთად მოკლულია პოლკის მეთაური და რამდენიმე ოფიცერი. 

სწორედ ამ პოლკში მსახურობდა მებრძოლი ნურმოგამედ გაჯიმოგამედოვი, რომელსაც რუსეთის გმირის წოდება ვლადიმირ პუტინის განკარგულებით მიენიჭა. 

მაღალი ალბათობით, სადესანტო პოლკის მებრძოლები მონაწილეობდნენ გოსტომელის აეროდრომის შტურმში, რომელიც ომის დაწყების პირველ საათებში მიმდინარეობდა.

დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო გოსტომელი რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე სასტიკი და დიდი შეტაკებების ადგილი გახდა. რუს მედესანტეებს ადგილზე დახვდნენ უკრაინელი მებრძოლები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთის ოპერაციული გეგმების შესახებ

 

მსგავსი სიახლეები