უკრაინაში საკარანტინო ზონები გაუქმდა
უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს რეგიონებში ეპიდემიური საშიშროების მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი დონეები არ იმოქმედებს. გადაწყვეტილება 26 მარტს, უკრაინის მთავრობამ მიიღო.
საომარი მდგომარეობის დროს არ მოქმედებს აუცრელი საჯარო მოხელეების სამუშაოდან დროებით გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
მინისტრთა კაბინეტმა ასევე საომარი მდგომარეობის პირობებში კორონავირუსთან დაკავშირებით შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:
- რეკომენდაციას უწევს ფიზიკურ და ბიზნეს სუბიექტებს, დაიცვან ანტიეპიდემიური ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს COVID-19-ის გავრცელების პრევენციას;
- ინდივიდების კიდვ ერთხელ მოუწოდეს, რომ აიცრან ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით;
- ჯანდაცვის დაწესებულებებმა უზრუნველყონ მზადყოფნა COVID-19-ის გავრცელების შესაძლოს ზრდის გამო საომარი მდგომარეობის პირობებში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის დაწყების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 15 მარტს საომარი მდგომარეობა 25 აპრილამდე გაგრძელდა.