უკრაინის პორტებში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის გემები შევიდა

27 აგვისტოს დღის განმავლობაში, უკრაინის დუნაის პორტებში იზმაილში, რენში და უსტ-დუნაისკიში 11 გემი, საერთო მოცულობით 45 000 ტონა, შევიდა. ამის შესახებ 28 აგვისტოს დილით უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

"ეს არის რეკორდული მაჩვენებელი 24 თებერვლის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწეყების შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, შვიდმა გემმა გაიარა ბისტროეს გემების გადასასვლელი "მდინარე დუნაი - შავი ზღვა", ხოლო ოთხმა რუმინეთის სულინის არხი.

მარტის შემდეგ, დუნაის პორტებით 4 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულმა გაიარა - ამ დროისთვის ეს მეტია, ვიდრე ტრანსპორტის ყველა სხვა მეთოდით გასული პროდუქცია, აღნიშნა სამინისტრომ.

"ზრდის დინამიკა მნიშვნელოვანია. თუ მარტში ჩვენმა პორტებმა მხოლოდ 16.5 ათასი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაამუშავეს ექსპორტისთვის, ივლისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.4 მლნ ტონაა. ეს შესანიშნავი შედეგია, მაგრამ რა თქმა უნდა არა საბოლოო", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.

მან აღნიშნა, რომ შავი ზღვის გავლით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ "მარცვლეულის შეთანხმების" დაწყების შემდეგაც, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს დუნაის საექსპორტო ლოგისტიკის გაუმჯობესებას.

სამინისტროს პროგნოზებით, სისტემური ინვესტიციების და დუნაის პორტების მოდერნიზაციის პროგრამის განხორციელების გათვალისწინებით, შესაძლებელია მათი გამტარუნარიანობის წელიწადში 25 მილიონ ტონამდე გაზრდა.

მსგავსი სიახლეები