უკრაინაზე რუსული სარაკეტო დარტყმის გამო მოლდოვაში ელექტროენერგია გაითიშა
23 ნოემბერს მოლდოვაში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო. ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ანდრეი სპინუმ თავის Telegram-ზე დაწერა.
"დღეს ჩვენთან 15 ნოემბრის სიტუაცია განმეორდა. რუსეთის მიერ ბოლო საათში უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვის შემდეგ, ჩვენ განვიცდით ელექტროენერგიის მასიურ შეწყვეტას მთელი ქვეყნის მასშტაბით. Moldelectrica მუშაობს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად." - თქვა მან.
23 ნოემბერს ნაშუადღევს, მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას რეგიონებში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ, აფეთქებებია ლვოვის რეგიონში, კიევის რეგიონში და დედაქალაქში.
15 ნოემბერს მოლდოვაში ასევე იყო ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა, რომელიც გამოწვეული იყო უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსული სარაკეტო თავდასხმით.
უკრაინასთან დაკავშირებული მოლდოვის ენერგოსისტემა ადრეც დაზარალდა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვით.