უკრაინელების 71%-ზე მეტი მზადაა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა დაიცვას - კვლევა
საჭიროების შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეების 71.2% მზადაა დაიცვას თავისი ქვეყანა. ამას 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები მოწმობს, რომელიც სექტემბერში "რაზუმკოვის ცენტრის" სოციოლოგიურმა სამსახურმა "კონრად ადენაუერის ფონდის" მხარდაჭერით ჩაატარა.
გამოკითხულთა 28.2% არ იყო მზად უკრაინის დასაცავად, დანარჩენ 0.6%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა ან არ უპასუხა.
2011 და 2020 წლებში იმავე თემაზე ჩატარებულ გამოკითხვებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა მზაობა ქვეყნის დასაცავად (40.3% და 56,9%, შესაბამისად), ხოლო ეჭვის მქონეთა წილი მკვეთრად დაეცა (29.9% და 17.6%).
სოციოლოგიური კვლევა 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე - 57 ქალაქში და 55 სოფელში. გამოიკითხა 18 წელზე მეტი ასაკის 2021 რესპონდენტი. ცდომილება 2.3%-ს არ აღემატება.
იმავე კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელების 95.7% სრულად ან ნაწილობრივ ენდობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.