უკრაინელების 85%-ს თვლის, რომ აუცილებელია ბრძოლა უკრაინის სრულ დეოკუპაციამდე - კვლევა
უკრაინელების 85%-ს მიაჩნია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააგრძელონ ბრძოლა ქვეყნის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის სრულ განთავისუფლებამდე. ამას შესახებ სოციოლოგიური ჯგუფი "Рейтинг"-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 13 დეკემბერს გამოქვეყნდა.
გამოკითხულთა 9% ფიქრობს, რომ აუცილებელია ბრძოლა იმ ტერიტორიების დეოკუპაციამდე, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებდა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე.
ამასთან, გამოკითხულთა 4%-ს სურს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზეც გააგრძელოს.
საწინააღმდეგო პასუხი მოქალაქეების 3%-მა გასცა.
20-21 ნოემბერს ჩატარებულ კვლევაში, 18 წლის და უფროსი ასაკის უკრაინის 1000 მოქალაქე გამოიკითხა უკრაინის მასშტაბით, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა, ასევე იმ ტერიტორიებისა, სადაც კვლევის დროს არ იყო უკრაინული მობილური კავშირი.