უკრაინელების 89%-ს სჯერა, რომ ქვეყანა 10 წელიწადში ევროკავშირის წევრი გახდება
უკრაინის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ელის, რომ 10 წელიწადში, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.
ეს დასტურდება 7 ნოემბერს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, რომელიც ოქტომბერში, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა (КМИС) ჩაატარა.
რესპონდენტებს სთხოვეს, აერჩიათ ერთ-ერთი განცხადება, უკრაინის მომავლის შესახებ, რომელსაც ყველაზე მეტად ეთანხმებიან.
89%-მა შემდეგი ვარიანტი აირჩია: "10 წელიწადში უკრაინა იქნება აყვავებული ქვეყანა, ევროკავშირის ფარგლებში". უფრო დეტალურად, ამ ფორმულირებას სრულად დაუჭირა მხარი რესპონდენტთა 63%-მა, ხოლო "უმეტესად" მხარი დაუჭირა 26%-მა.
უმეტესობა, ვინც ასე უპასუხა, ცხოვრობს უკრაინის დასავლეთ უკრაინაში (90%), და ნაკლებად - აღმოსავლეთში (76%).
განაცხადს, რომ "10 წელიწადში უკრაინა იქნება დანგრეული ეკონომიკისა და ხალხის დიდი გადინების ქვეყანა" სრულად ეთანხმება გამოკითხულთა 1%, "უფრო მეტად" ეთანხმება - 3%.
კვლევის მონაწილეთა კიდევ 6%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე ან გაუჭირდა პასუხის გაცემა.
21-23 ოქტომბერს ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის 18 წლის და უფროსმა 1000-მა მოქალაქემ, რომლებიც გამოკითხვის დროს ცხოვრობდნენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
კვლევის სტატისტიკური ცდომილება 3.4%-ს არ აღემატება.