უკრაინელებმა დონეცკის ოლქში რუსული Mi-35M ჩამოაგდეს
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებმა დონეცკის რეგიონში რუსი დამპყრობლების სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია 16 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმა ფეისბუქზე გაავრცელა.
"დონეცკის რეგიონში უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებმა ჩამოაგდეს რუსული სამხედრო ვერტმფრენი Mi-35M", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური მისიაგინმა ფეისბუქზე დააკონკრეტა, რომ ოკუპანტების ვერტმფრენი დნეპროპეტროვსკის ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს.
"დონეცკის რაიონში, დნეპროპეტროვსკის 231-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა გადასატანი საზენიტო სისტემა Игла-ს გამოყენებით, რუსული საბრძოლო ვერტმფრენი გაანადგურეს. მისი ნაშთები მინდვრებში იწვის", - წერს ის.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 179 შვეულმფრენი დაკარგა.