უკრაინელებმა ხერსონის რაიონში რუსული Su-25 ჩამოაგდეს
ხერსონის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა 10 ოქტომბერს რუსული Su-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური Telegram-ზე "სამხრეთის" საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"10 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ხერსონის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფმა ხერსონის რეგიონში ჩამოაგდო რუსული Su-25", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან ოკუპანტებმა 267 თვითმფრინავი და 235 ვერტმფრენი დაკარგეს.