უკრაინელებმა ლისიჩანსკში ბატალიონ "ახმატის" ბაზა დაბომბეს, დაიღუპა ათობით მებრძოლი
უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ლუგანსკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ლისიჩანსკში, "ახმატის" ბატალიონის ბაზა დაბომბეს.
ამის შესახებ 7 ნოემბერს ეროვნული ტელემარათონის ეთერში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარების "აღმოსავლეთის" სარდლობის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
"დღეს მაღალი სიზუსტის იარაღით დავბომბეთ ე.წ. "ახმატის" ბატალიონის ბაზა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა დაახლოებით 15, თუმცა მონაცემების დაზუსტება ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - განაცხადა ჩერევატიმ.