უკრაინელებმა ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე "ვაგნერელთა" ბაზა გაანადგურეს
9 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ კადიევკაში "ვაგნერელთა" ბაზა გაანადგურა, რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებულია. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
"ამჯერად "ვაგნერის" ბაზას გაუჩნდა ცეცხლი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას ზუსტი დარტყმა მიაყენეს. მხოლოდ ერთი რაშისტი გადარჩა", - თქვა გაიდაიმ.
მან დააზუსტა, რომ ბაზა კადიევკაში ადგილობრივ სტადიონზეა განთავსებული.
რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში სამხედრო ოპერაციებში დაქირავებული სამხედროებით მონაწილეობს. ისინი ჩართულნი იყვნენ უკრაინის კონფლიქტში 2014 წელს, ასევე ოპერაციებში სირიაში, ლიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში.