უკრაინელებმა რუსების 11 ობიექტი დაბომბეს

უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენეს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ოკუპანტების ობიექტებს. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"უკრაინის ავიაციამ დღის განმავლობაში დაბომბა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 ზონა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების 3 პოზიცია. უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსების 2 საბრძოლო მასალის საცავი დაბომბეს", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ "მტერი აგრძელებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენებას მათი ქვედანაყოფების დასაფარად".

"ზაპოროჟიეს რეგიონის ვასილიევსკის რაიონის ზოგიერთ დასახლებაში დამპყრობლებმა პერსონალი სკოლის შენობებში მოათავსეს. პარალელურად, სასწავლო პროცესი გრძელდება - ბავშვები სწავლობენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში", - აცხადებს უკრაინული მხარე.

მსგავსი სიახლეები