უკრაინელებმა რუსების მიერ ღამით გაშვებული ყველა Shahed-ის დრონი ჩამოაგდეს
22 ივლისის ღამეს რუსმა დამპყრობლებმა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უკრაინას ხუთი Shahed-136/131-ის დრონით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.
ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
"ხუთივე კამიკაძე დრონი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს!" - ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, 21 ივლისის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ ცხრა ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
ასევე, მიმდინარე და ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა 25-ზე მეტი ჯგუფური საჰაერო დარტყმა განახორციელეს რუს ოკუპანტებზე.