უკრაინელებმა ვოლგოგრადის აეროდრომი დრონებით დაბომბეს: დაიწვა საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობი

22 აგვისტოს ღამით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, ვოლგოგრადის ოლქში, მარინოვკას აეროდრომზე კორექტირებადი საავიაციო ბომბების და საწვავის საწყობები დაბომბა.

ამის შესახებ Українська правда უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით წერს.

მარინოვკას აეროდრომს რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინის დასაბომბად.

გამოცემის წყაროს თანახმად, ადგილობრივი რუსები ამბობენ, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, სამხედრო აეროდრომი აპოკალიფტურ ფილმს ჰგავს.

აეროდრომზე აფეთქდა საწყობები, რომელშიც ინახებოდა კორექტირებადი საავიაციო ბომბები, საბრძოლო მასალები, საწვავი და საპოხი მასალები.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქირურგიული სიზუსტით მოქმედებს აეროდრომებზე, რომლებიდანაც მტერი უკრაინას უტევს, ამცირებს რუსების უპირატესობას ჰაერში და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საავიაციო შესაძლებლობებს." - განუცხადა წყარომ Українська правда-ს.

რუსული მედია წერდა, რომ 22 აგვისტოს ღამით ქალაქ კალაჩ-ონ-დონის მცხოვრებლებმა ცაში დრონებისა და აფეთქებების ხმები გაიგეს. დრონების სამიზნე იყო მარინოვკას აეროდრომი სოფელ ოქტიაბრსკში, რომელიც მდებარეობს ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში.

მსგავსი სიახლეები