უკრაინელმა არტილერისტებმა რუსი ოკუპანტების ოთხი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

დღის განმავლობაში უკრაინის საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო ჯარებმა რუს ოკუპანტებს 16 დარტყმა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 7 ნოემბერს ფეისბუქზე ავრცელებს.

"თავდაცვის ძალების ავიაციამ მტერს დღის განმავლობაში ცხრა დარტყმა მიაყენა. განადგურდა ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ექვსი უბანი, ასევე მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამი პოზიცია", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს მტრის მოიერიშე Su-25.

"უკრაინის სარაკეტო ძალების და არტილერიის ჯარისკაცებმა მიმდინარე დღის განმავლობაში გაანადგურეს ოთხი სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ორი უბანი და დამპყრობლების საბრძოლო მასალის საცავი", - განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში.

მსგავსი სიახლეები