უკრაინელებმა ბრიტანული Starstreak-ით ოკუპანტების პირველი ვერტმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიტანული პორტატული სარაკეტო კომპლექსის, Starstreak-ის გამოყენებით, ოკუპანტების პირველი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
შემთხვევა სავარაუდოდ ლუჰანსკის რაიონში მოხდა. გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს რუსული МИ-28, რომელსაც სამი კინეტიკური რაკეტა ხვდება და ვარდება.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ მიერ გადაცემულ სარეკეტო სისტემას უკვე კვირაზე მეტია იყენებენ.
31 მარტს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირებში დიდი ბრიტანეთი გაზრდის ლეტალური იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის.