უკრაინელებმა იზიუმთან რუსული Ka-52 ჩამოაგდეს
უკრაინელმა სამხედროებმა 13 ივნისს ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში რუსული შვეულმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა ავრცელებს.
"დღეს ხარკოვის რეგიონის იზიუმის მიმართულებით, ხოლდნოიარსკის საზენიტო-სარაკეტო დივიზიამ გაანადგურა რუსი დამპყრობლების საბრძოლო ვერტმფრენი Ka-52", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, სულიგოვკასა და დოლგენკას დასახლებებს შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრის ვერტმფრენი ჩამოვარდა.
13 ივნისის მონაცემებით, სულ უკრაინელებმა 178 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.