უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვთან სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების სამი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესცენტრმა განაცხადა.

"30 მარტს ხარკოვის რეგიონში საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემების ეკიპაჟებმა სამი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს!" - ნათქვამია შეტყობინებაში.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების აღმოსავლეთის სარდლობამ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებულია დამპყრობლების ერთი დრონიც.

მსგავსი სიახლეები