უკრაინის არმია: მოვიგერიეთ ოკუპანტების 12 შეტევა, ჩამოვაგდეთ 1 თვითმფრინავი

უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ წარმატებით იცავენ თავს აღმოსავლეთ მიმართულებით. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტების 12 შეტევა მოიგერიეს. 

"სამხედრო ოსტატობისა და მოხერხებული ქმედებების ფონზე ოკუპანტებს მძიმე დანაკარგები მივაყენეთ. უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს 4 ტანკი, 5 საარტილერიო დანადგარი, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა. დონბასის თავზე ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოადგო ოკუპანტების 1 თვითმფრინავი CУ-25 და 1 ფრთოსანი რაკეტა, ასევე ლიკვიდირებულია 3 არლანის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი". 

ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის გაერთიანებული შტაბი იტყობინება, რომ რუსეთი სევეროდონეცკისა და რუბეჟნეოს მიმართულებით ამზადებს შეტევებს. 

გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპანტები მთელი ფრონტის შეხების ხაზზე ახორციელებდნენ შეტევებს. დონბასისთვის ბრძოლა უკრაინაში მიმდიანრე ომის მეორე ფაზაა იქნება, რომელიც სამხედრო ანალიტიკოსების აზრით ჯერ არ დაწყებულა. 

მსგავსი სიახლეები