უკრაინის არმია რუსეთში სამხედრო ობიექტებზე სპეცოპერაციებს ატარებს - უკრაინის დაზვერვა
უკრაინა რუსეთში მდებარე სამხედრო ობიექტებზე სპეცოპერაციებს ატარებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ, გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ეს ოპერაციები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზეა მიმართული, მაგალითად: სამეთაურო პუნქტებზე, გარნიზონებზე დიდი რაოდენობით ჯარისკაცებით, ასევე ლოგისტიკური ცენტრებსა და სხვა ობიექტებზე, რომლებიც გამოიყენება უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.
სკიბიცკის თქმით, ასეთი სპეცოპერაციები ძალიან რთულია და სერიოზულ მომზადებას საჭიროებს იმის გამო, რომ რუსეთში სამხედრო ობიექტები კარგად არის დაცული.