უკრაინის არმია სეპარატისტების კონტროლირებად გორლოვკაში შეიჭრა

2 მარტს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე სადესანტო ბრიგადის სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში შეიჭრნენ, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

"ვითარება ასეთია: გორლოვკაში 95-ე ბრიგადა შევიდა, მტერს ზიანი მიაყენა, მაგრამ ქალაქის შენარჩუნება ვერ შეძლო და უკან დაიხია. თუმცა, ეს დროებითია! მალე ხელახალი შეტევა დაიწყება", - განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ოპერაციის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი სიახლეები