უკრაინის არმიამ ჩერნიჰოვში 2 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიჰოვის რაიონში 2 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა. 

"ჩვენმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს ორი დასახლებული პუნქტი და ამავდროულად არ ოკუპანტებს არ მისცეს საშუალება მდინარეზე გადასვლელი ხიდის გადების საშუალება. მტრის მცდელობა წინ წაიწიოს კიევის მიმართულებით ამ დროისთვის შეჩერებულია",- ნათქვამია უკრაინული გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გარდა ამისა უკრაინელ მებრძოლებს ხელში ჩაუვარდათ ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა. მანამდე იმავე რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 2 ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. 

უკრაინული გენშტაბის ცნობით, ჩერნიჰოვში მობილიზებული ოკუპანტების ნაწილები დემორალიზებულები არიან და უახლოეს დღეებში შეტევის განახლების რესურსი არ აქვთ. 

 

მსგავსი სიახლეები