უკრაინის არმიის გადაადგილებისა და შეიარაღების გადღება პატიმრობით დაისჯება
24 მარტს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომლითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებისა და შეიარაღების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას პრესსამსახური ავრცელებს.
ახლა უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება (თუ ასეთი ინფორმაცია საჯაროდ არ იყო განთავსებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ან თავდაცვის სამინისტროს ან შესაბამისი დეპარტამენტების ოფიციალურ წყაროებში) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
თუ ეს ქმედებები ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ადამიანთა ჯგუფის მიერ, თანხის სანაცვლოდ, მტრის ინფორმირებისთვის, ან თუ ამას მძიმე შედეგები მოჰყვა, გათვალისწინებულია 8-დან 12 წლამდე სასჯელი.