უკრაინის ავიაციამ გუშინ რუსებს 17 დარტყმა მიაყენა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ 24 ოქტომბრის დღის განმავლობაში 17 დარტყმა მიაყენა რუს ოკუპანტებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე გაავრცელა.

"დადასტურდა მოწინააღმდეგის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 13 უბნის და საზენიტო-სარაკეტო სისტემების ოთხი პოზიციის განადგურება. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სხვადასხვა მიმართულებაზე ჩამოაგდეს სამი ვერტმფრენი", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დაბომბა ოთხი სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 10 უბანი, საბრძოლო მასალის ექვსი საცავი, საჰაერო თავდაცვის სისტემა, საარტილერიო პოზიციების ტერიტორია და "სამი სხვა მნიშვნელოვანი სამიზნე".

მსგავსი სიახლეები