უკრაინის ავიაციამ ხერსონში რუსების საბრძოლო მასალის ექვსი საცავი გაანადგურა
5 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით ოთხი ავიაიერიში განახორციელეს რუსი დამპყრობლების ორ გამაგრებულ პუნქტსა და მტრის საბრძოლო მასალის საცავზე ბერისლავისა და ხერსონის რეგიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას 6 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს.
უკრაინული მხარის თქმით, დღის განმავლობაში სამხრეთის მიმართულების ოპერატიულ ზონაში დამპყრობლებმა დაკარგეს 79 ჯარისკაცი, ოთხი ტანკი T-72, ორი თვითმავალი ჰაუბიცა Msta-S, სარადარო სადგური და სამეთაურო მანქანა, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და 11 სხვა მანქანა.
"ასევე ჩერნობაევკაში [ხერსონის მახლობლად] დავბომბეთ 76-ე საჰაერო სადესანტო დივიზიისა და 49-ე არმიის ორი საკონტროლო პუნქტი, ბრუსკინსკოეში მტრის ბატალიონის ერთი სარდლობისა და დაზვერვის პუნქტი და ოლეშკიში იარაღისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ზონა. ბერისლავისა და ხერსონის რაიონებში რუსების იარაღის ექვსი საცავი დაიწვა", - ნათქვამია განცხადებაში.