უკრაინის დახმარების ფონდი ЗСУ-სთვის შორი რადიუსის რაკეტების შეძენას გეგმავს

უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფონდმა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა ტენდერი შორი რადიუსის შეიარაღების შესყიდვის შესახებ, განაცხადები მიიღება 4 მაისის ჩათვლით. 

განთავსებულ შეკვეთაში არ არის დასახელებული კონკრეტული შეიარაღება, თუმცა გამოქვეყნებული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი. 

განთავსებული მახასიათებლები ემთხვევა ATAMC-ის ტიპის რაკეტების შესაძლებლობებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გასული წლის გაზაფხულიდან ითხოვენ. 

ტენდერის მოთხოვნებში ნათქვამია, რომ ეს უნდა იყოს რაკეტა 100-დან 300 კილომეტრის მოქმედების რადიუსით, საზღვაო, საჰაერი, ან სახმელეთო ბაზირების, ხოლო ასაფათქებელი მასალის წონა უნდა იყოს 20-დან 490 კილომეტრამდე.

გარდა ამისა რაკეტა უნდა იყოს მაღალი სიზუსტის, უნდა იყოს მდგრადი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობების წინააღმდეგ. 

ტენდერით განსაზღვრულია ტექნიკური მზაობის მერვე დონეც - ეს ნიშნავს, რომ რაკეტას უნდა გავლილი ჰქონდეს ყველა საჭირო ცდა. ტექნიკური მზაობის მეცხრე და მეათე დონე გულისხმობს შეიარაღებას, რომელიც უკვე გამოცდილია საომარ მოქმედებებში. 

კონტექსტი 

2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ რეაქტიული ცეცხლის სისტემებს (GMLRS), თუმცა მათ განკარგულებაში არსებული რაკეტების მოქმედების მაქსიმალური რადიუსი 70 კილომეტრია. 

HIMARS-ის დანადგარებმა ЗСУ-ს არსებითი უპირატესობა მისცა, სწორედ ამ სისტემების გამოყენებით უკრაინელებმა შეძლეს ოკუპანტების არაერთი საწყობის, სამეთაურო პუნქტის, ჯარების თავშეყრის ადგილების და ლოჯისტიკის განადგურება. სწორად ამ რაკეტების გამოყენებით შეძლეს დნეპრზე გადებული ხიდების დაზიანება, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა ოკუპანტების გარნიზონის მომარაგება ქალაქ ხერსონში. 

მიუხედავად ამისა, ამ რაკეტების მოქმედების რადიუსის სიმცირე უკრაინელებს არ აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ ზუსტი დარტყმები მტრის ზურგის სიღრმეში. 

თავის მხრივ თეთრი სახლი უკვე მრავალი თვეა უარს ამბობს კიევის აღნიშნულ თხოვნაზე, რის მიზეზადაც კონფლიქტის ესკალაციის შიში და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების რისკი სახელდება. 

ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მახასიათებლებში ჯდება GLSDB-ის ტიპის რაკეტებიც, რომლის მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია და რომლის გადაცემასაც აშშ უკვე დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის რაკეტების გადაცემის კონკრეტული დრო ცნობილი არ არის, რუსული მხარე მათი გამოყენების შესახებ უკვე იტყობინება. 

უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფონდი (IFU) გასული წლის აგვისტოში დიდი ბრიტანეთის ინიციატივით და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით შეიქმნა. აღნიშნულ ფონდი უნდა ფოკუსირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული საჭიროებების უზრუნველყოფაზე. 

ფონდის გამარტივებული სტრუქტურას, სახელმწიფო ბიუროკრატიის გვერდის ავლით და პირდაპირი კომუნიკაციით სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან უფრო სწრაფად უნდა მოეხდინა რეაგირება. 

ფონდის მიერ შესყიდული შეიარაღების პირველი პარტია უკრაინამ მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო. ამ პაკეტის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების შეიარაღება მიიღო, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობები და სხვა. 

 

მსგავსი სიახლეები