უკრაინის დახმარების შესახებ კენჭისყრა სენატში შესაძლოა 4 დეკემბერს გაიმართოს
დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტის შესახებ კენჭისყრის გამართვას 4 დეკემბერს გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ POLITICO ავრცელებს.
გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ ამგვარად შუმერი ცდილობს დააჩქაროს კანონმდებლები რათა მათ რაც შეიძლება სწრაფად განიხილონ საზღვრის უსაფრთხოების ახალი პოლიტიკა - სწორედ ეს არის რესპუბლიკელთა ერთ-ერთი წინაპირობა.
ჩაკ შუმერის თქმით, რესპუბლიკელთა აღნიშნული მოთხოვნა ისრაელისა და უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის გზაზე ყველაზე დიდი წინაღობაა.
სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თქმით, მისი ფრაქცია მზად არის კომპრომისებისთვის, თუმცა დასძინა, რომ რესპუბლიკელთა ზედმეტად ხისტმა პოზიციამ შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს მთლიანი საკანონმდებლო პაკეტი. შუმერმა თანაპარტიელებს რესპუბლიკელეთან მეტი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
კონტექსტი
რამდენიმე კვირის წინ კონგრესში ორპარტიული ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებების პაკეტი, ისრაელ-უკრაინის დახმარების პაკეტთან უნდა გაეერთიანებინა.
Politico-ს ცნობით, სენატში უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად საჭირო 60 ხმა არსებობს, თუმცა სავარაუდოა, რომ სასაზღვრო პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანი დათმობების გარეშე რესპუბლიკელი სპიკერი, კანონპროექტს კენჭისყრაზეც არ გამოიტანს.